მამუკა ბახტაძე - ბიზნესმოდელი, რაც „საპარტნიორო ფონდს“ აქვს, არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს
მამუკა ბახტაძე - ბიზნესმოდელი, რაც „საპარტნიორო ფონდს“ აქვს, არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს

ბიზნესმოდელი, რაც აქვს „საპარტნიორო ფონდს“, არის არაეფექტური და უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული მოდელის შესაცვლელად,  საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობამ ყველაზე კარგად იცის, რომ ეს მოდელი შესაცვლელია. დიახ, ვადასტურებ ამას, არაფერია გასაკვირი, რადგან სხვებისგან განსხვავებით, ჩემს განცხადებებს ციფრებზე და ბიზნესმოდელებზე დაყრდნობით ვაკეთებ. დიახ, ის არის არაეფექტური და შესაცვლელი. ვმუშაობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ეს მოდელი შეიცვლება, მათ შორის თქვენთან კონსულტაციის შედეგად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.