მამუკა ბახტაძე ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
მამუკა ბახტაძე ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებას ულოცავს.

„მოუთმენლად ველოდები ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას, რათა გაძლიერდეს ჩვენი 26-საუკუნოვანი მეგობრობა და ძმობა, გაფართოვდეს თანამშრომლობა იმ სფეროებში, სადაც ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალი ჯერ კიდევ აუთვისებელია“, – წერს ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ისრაელის საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ახალი მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში 36 მანდატის მოპოვება შეძლო, რაც ერთით აღემატება ოპოზიციურ ბლოკ „კახოლ-ლავანის“ შედეგებს.