მამუკა ბახტაძე - ავლაბრის რეზიდენციის შენობას მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობის, ასევე საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცის ფუნქცია ექნება 
მამუკა ბახტაძე - ავლაბრის რეზიდენციის შენობას მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობის, ასევე საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცის ფუნქცია ექნება 

ავლაბრის რეზიდენციის შენობას რამდენიმე ფუნქცია ექნება, მათ შორის არის მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ შესაბამის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ შენობას საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცის ფუნქციაც ექნება.

„შენობას ექნება რამდენიმე ფუნქცია, მათ შორის არის მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობა, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამავე დროს, საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცის ფუნქცია ექნება, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს, ტურისტებს შეეძლება, მისვლა და ჩვენი ეროვნული საგანძურის ნახვა, რითაც თითოეული ჩვენგანი ძალიან ამაყობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციისა და ასევე ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის ხარჯებს, მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ორ შენობას სხვადასხვა ფუნქცია აქვს.

„თქვენ სვამთ კითხვას ორმაგი ხარჯი რატომ გვექნება? ამ ორ შენობას სხვადასხვა ფუნქცია აქვს. ავლაბრის რეზიდენცია საპრეზიდენტო სასახლე არ არის. ეს შენობა აშენდა ქართველი მოქალაქეების ფულით, გადასახადების გადამხდელების თანხით და უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია. ეს საზოგადოებრივი ფუნქცია იქნება უზრუნველყოფილი რამდენიმე მიმართულებით, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოებრივი კონტექსტიდან, ასევე ეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.