მამუკა ბახტაძე - არჩევნებზე იყო გარკვეული ხარვეზები და თუ ეს ხარვეზები მოითხოვს მეტ ჩარევას, უკან არ დავიხევთ
მამუკა ბახტაძე - არჩევნებზე იყო გარკვეული ხარვეზები და თუ ეს ხარვეზები მოითხოვს მეტ ჩარევას, უკან არ დავიხევთ

რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, რომელიც ნებისმიერ არჩევნებს ახლავს თან და თუ ეს ხარვეზები მოითხოვს მეტ ჩარევას, რაღაც საგამოძიებო პროცედურების დაწყებას, ჩვენ ამაზე უკან არ დავიხევთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, 19 მაისს ჩატარებული არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში და ამის ნათელი მაგალითია მისიების შეფასებები. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, რომლებიც ნებისმიერ არჩევნებს ახლავს თან და თუ ეს ხარვეზები მოითხოვს მეტ ჩარევას, რაღაც საგამოძიებო პროცედურების დაწყებას, ჩვენ ამაზე უკან არასდროს დაგვიხევია და არც დავიხევთ. კანონი ყველასთვის ერთია და ის დგას ყველაზე მაღლა. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მთავარი ღირებულებაა, ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს თავისი არჩევანი, მისი დაცვის უფლება არის გარანტირებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.