მამუკა ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი მნიშვნელოვნად დაკორექტირდეს
მამუკა ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი მნიშვნელოვნად დაკორექტირდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ განხილვების პროცესში ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი როგორც შემოსავლების, ასევე კაპიტალური ხარჯების ნაწილში მნიშვნელოვნად დაკორექტირდეს, – როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სრული მხარდაჭერა აქვს.

მისივე თქმით, ბიუჯეტის პარამეტრებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან და აშშ-ში ვიზიტისას მათთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.

„მოგეხსენებათ, მომავალი წლიდან რამდენიმე მიმართულებაზე მკვეთრად ვზრდით დაფინანსებას. გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სრული მხარდაჭერა, ველოდებით მათგან გარკვეული ტიპის რეკომენდაციებს და ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ, განხილვების დროს ბიუჯეტი მნიშვნელოვანწილად დაკორექტირდეს როგორც შემოსავლების, ასევე – კაპიტალური ხარჯების ნაწილში. ეს ნორმალური და ობიექტური პროცესია“, – განაცხადა პრემიერმა.