მამუკა ბახტაძე - აქტიურად ვმუშაობთ, რათა პენსიონრებისთვის სესხის პრობლემები მოვაგვაროთ 
მამუკა ბახტაძე - აქტიურად ვმუშაობთ, რათა პენსიონრებისთვის სესხის პრობლემები მოვაგვაროთ 

ვიცი, რომ ჩვენი პენსიონრებისთვის სესხი მტკივნეული პრობლემაა და ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, უნდა არსებობდეს ისეთი რეგულაციები, რომლებიც მაქსიმალურად დაიცავს პენსიონრების უფლებებს.

„მე ვიცი, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული პრობლემა ჩვენი პენსიონრებისთვის. ვმუშაობთ, რომ პენსიებთან დაკავშირებულ პრობლემებზე გვქონდეს ისეთი რეგულაცია, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და არ გამოიწვევს იმას, რაც დღეს გვაქვს – როდესაც ჩვენი პენსიონრებისთვის თვიდან თვემდე არის გარკვეულწილად ჩამორჩენა ფულადი სახსრების თვალსაზრისით. ესეც გახლავთ სერიოზული გამოწვევა, ეს ეხება ბევრ მოქალაქეს. აქაც ჩვენ გვჭირდება საკმაოდ სერიოზული სამუშაოს გაკეთება, რათა სერიოზული პროდუქტი შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს. ამაზეც ვმუშაობთ და აქაც ძალიან მოკლე ვადებში გვექნება ახალი ინიციატივა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი