მამუკა ბახტაძე - ახალგაზრდული ნაკრები გვყავს და დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან დიდი გამარჯვება გვექნება
მამუკა ბახტაძე - ახალგაზრდული ნაკრები გვყავს და დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან დიდი გამარჯვება გვექნება

ახალგაზრდული ნაკრები გვყავს და დარწმუნებული ვარ წინ ძალიან დიდი გამარჯვება გვექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რესპუბლიკის მოედანზე იტალია-საქართველოს მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ მორაგბეებს მადლობა გადაუხადა.

,,პირველ რიგში ბიჭებს მადლობა თავდადებული ბრძოლისთვის. ახალგაზრდული ნაკრები გვყავს და დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან დიდი გამარჯვება გვექნება.ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტალია-საქართველოს სარაგბო მატჩი ფლორენციაში გაიმართა. თამაში იტალიის გამარჯვებით 28:17 დასრულდა.