მამუკა ბახტაძე - ადამიანური კაპიტალის ზრდა არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი
მამუკა ბახტაძე - ადამიანური კაპიტალის ზრდა არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი

ადამიანური კაპიტალის ზრდა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკის ქვეყანათა რიცხვში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი.

„უახლოეს დღეებში გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს განათლების სექტორში რეფორმირების პირველი ფაზის დაწყებას. გამოვყავით ხუთი დონე, რომლის მიხედვითაც, მოხდება განათლების სექტორის რეფორმირება, ეს არის ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება და უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

მთავრობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი. ადამიანური კაპიტალის ზრდა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკის ქვეყანათა რიცხვში. ეს იქნება მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა. ეს არის პირველი ფაზა, შესაბამისად, მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, რომ ჰქონდეს აქტიური ჩართულობა. ეს არის რეფორმა, რომელიც საქართველოს წარმატებას მოუტანს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი