მამუკა ბახტაძე - ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით უკანასკნელ წლებში საქართველო გახდა ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა
მამუკა ბახტაძე - ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით უკანასკნელ წლებში საქართველო გახდა ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა

ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და ღირსების დაცვა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია; ამ კუთხით, უკანასკნელ წლებში საქართველო გახდა ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობამ დაძლია უმძიმესი გამოწვევა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში დახვდა და დღეს თვალსაჩინო პროგრესია ციხეებში პატიმართა უფლებების დაცვის მხრივ.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა სასამართლო სისტემაში, რომელიც გრძელდება და დაგეგმილია რეფორმის შემდეგი ეტაპი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა.