მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ „ოქროს სიის“ შეღავათების გაუქმებაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს
მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ „ოქროს სიის“ შეღავათების გაუქმებაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, „ოქროს სიის“ შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს.

როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ოქროს სიის“ შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხი ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო წამოჭრილი, მათ შორის საერთშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან.

„ჩვენ არაერთხელ გვქონია მისი განხილვა და წარმოჩენა, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელი იყო. მგონი, კითხვის ნიშნებიც არ არსებობს, რომ ეს საკითხი უნდა გაკეთებულიყო. მთავარია, ეს გაკეთდეს ისე, რომ ბიზნესისთვის იყოს ნაკლებად მტკივნეული. შესაბამისად, ამოცანა ასე დგას, გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული, მაგრამ ბიზნესთან კონსულტაციის შედეგად. გადაწყვეტილების დანერგვა მოხდეს ისე, სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, რომ მისი ასახვა ჩვენს ბიზნესზე არ მოხდეს ნეგატიურად“, – განაცხადა ბახტაძემ.