მამუკა ბახტაძე დღეს აჭარაში ჩავა

07:08, 27.03.2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე ქობულეთში 14:00 საათზე მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის მშენებლობის ადგილს დაათვალიერებს და პროექტის პრეზენტაციას დაესწრება.

პრემიერ-მინისტრი აჭარის რეგიონში სტუმრობისას ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესს გაეცნობა.

დღის ბოლოს, 19:00 საათზე, მამუკა ბახტაძე ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრება, რასთან დაკავშირებითაც დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართება.

მსგავსი