მამუკა ბახტაძე - აბრეშუმის გზის ფორუმი საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ძალიან კონკრეტული უპირატესობები
მამუკა ბახტაძე - აბრეშუმის გზის ფორუმი საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ძალიან კონკრეტული უპირატესობები

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ძალიან კონკრეტული უპირატესობები, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის დაწყებამდე განაცხადა.

„დღევანდელი დღე გახლავთ დადასტურება იმისა, რომ საქართველომ დაიმკვიდრა მჭიდრო ადგილი იმ კონცეფციაში, რასაც ეწოდება აბრეშუმის თანამედროვე გზა. დღევანდელ ფორუმში მონაწილეობას ღებულობს 2000-ზე მეტი დელეგატი და ეს მართლაც გახლავთ უნიკალური მოვლენა. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ კომპანიას თუ სერიოზულ მოთამაშეს აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანში, რომელიც არ მონაწილეობდეს დღევანდელ ფორუმზე და ვფიქრობ, რომ ეს ფორუმი საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ძალიან კონკრეტული უპირატესობები, გაფორმდება რამდენიმე კონტრაქტი მათ შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტი, რომელსაც აფორმებს ანაკლიის კონსორციუმი.

მე მინდა გამოვყო ხელშეკრულება თანამშრომლობაზე ყველაზე მსხვილ საკონტეინერო გადამზიდავ ჩინურ კომპანიასა და საქართველოს რკინიგზას შორის. ზოგადად, რა თქმა უნდა, აღნიშნული პლატფორმა საშუალებას მოგვცემს, უკეთესად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და ეკონომიკური პოტენციალი, მოგეხსენებათ სახელმწიფო ძალიან დიდ თანხებს დებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მინდა აღვნიშნო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჯვაროსნული მაგისტრალი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, ღრმაწყლოვანო პორტი ანაკლიაში და ა.შ. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა გახლავთ კიდევ ერთი განშტოება, აბრეშუმის გზის იდეის. ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს ის, რომ საქართველოს ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება გახლავთ აბსოლუტური პრიორიტეტი. რაც შეეხება საქართველოზე გამავალ მეორე სარკინიგზო მიმართულებას ბაქო-თბილისი-ყარსი, ეს უბრალოდ საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი სინერგია შევძინოთ ამ მიმართულებას. ეს ორი მიმართულება პირიქით ერთმანეთს დაეხმარება, შექმნის სინერგია და არავითარ შემთხვევაში ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ორ დღეს გასტანს.