მამუკა ბახტაძე - 2020 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის როლი, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან დიდი
მამუკა ბახტაძე - 2020 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის როლი, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან დიდი

2020 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის როლი, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან დიდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური იყო კონკრეტული გზავნილი  „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდამჭერების მხრიდან, რომ ბევრი რამ იყო შესაცვლელი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს გზავნილი მიღებულია, გააზრებულია და ამ ფაქტორმა მათ შორის იმოქმედა სამთავრობო პროგრამის მნიშვნელოვანწილად დაკორექტირებაზე.

„რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს და ბიძინა ივანიშვილის როლს, ეს როლი, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან დიდი. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პოლიტიკური ძალის დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. ჩვენ ვაშენებთ საპარლამენტო დემოკრატიას და ბუნებრივია, ნებისმიერი პარტიის თავმჯდომარის როლი, მით უმეტეს, დამფუძნებლის და მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის, იქნება ძალიან დიდი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.