მამუკა ბახტაძე 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე დღეს ბრიფინგს გამართავს
მამუკა ბახტაძე 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე დღეს ბრიფინგს გამართავს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ბრიფინგს გამართავს.

როგორც პირველ არხს სამინისტროდან აცნობეს, ბრიფინგის თემა 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშია.

ცნობისათვის, საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს 20 იანვრამდე უნდა წარედგინოს.

ბრიფინგი 13:00 საათზე დაიწყება.