მამუკა ბახტაძე - 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა გააერთიანა მსოფლიო უდიდესი ბოროტების, ტერორიზმის წინააღმდეგ
მამუკა ბახტაძე - 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა გააერთიანა მსოფლიო უდიდესი ბოროტების, ტერორიზმის წინააღმდეგ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ იორკში მომხდარი ტერაქტის 17 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან 17 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა გააერთიანა მსოფლიო იმ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია. მინდა, გამოვთქვა უდიდესი გულისტკივილი ამერიკელი ხალხისა და დაღუპულთა ოჯახის წევრების მიმართ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა სამგზავრო თვითმფრინავები გაიტაცეს და ნიუ იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს, ე.წ. ტყუპებს დააჯახეს. ტერაქტს 2977 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 343 მგზავრი და 60 პოლიციელი. ასევე, დაღუპულად ითვლება 19 ტერორისტიც.

დატოვე კომენტარი