მამუკა ბახტაძე - 20 წლის შემდეგ, მსურს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გავიმეორო ზურაბ ჟვანიას სიტყვები, მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი
მამუკა ბახტაძე - 20 წლის შემდეგ, მსურს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გავიმეორო ზურაბ ჟვანიას სიტყვები, მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი

დღეს, 20 წლის შემდეგ, მსურს, აქვე გავიმეორო მისი სიტყვები, „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ქალბატონებო და ბატონებო, 20 წლის წინ – 1999 წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ ამ შესანიშნავ დარბაზში ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ისტორიულ მომენტში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. მკაფიოდ მახსოვს ეს ფრაზა და დღეს – 20 წლის შემდეგ – მსურს აქვე გავიმეორო მისი სიტყვები: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი!“ იმ ისტორიული დღიდან 20 წელია გასული და სიმბოლურია, რომ წელს ჩვენ ჩავიბარებთ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას; იმ ორგანიზაციის თავმჯდომარეობას, რომელიც ჩვენი გზის მთავარი მხარდამჭერია და ახლა ჩვენი ჯერია მივიღოთ ევროსაბჭოს ჩირაღდანი და მომდევნო თაობებს გადავაბაროთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.