მამუკა ბახტაძე - 15 იანვრიდან დღემდე დაახლოებით 150 კომპანიას უკვე დაუბრუნდა დღგ-ს ზედმეტობა
მამუკა ბახტაძე - 15 იანვრიდან დღემდე დაახლოებით 150 კომპანიას უკვე დაუბრუნდა დღგ-ს ზედმეტობა

15 იანვრიდან დღემდე დაახლოებით 150 კომპანიას უკვე დაუბრუნდა დღგ-ს ზედმეტობა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დამუშავების პროცესშია კიდევ, დაახლოებით, 150 კომპანიის განაცხადი.

„ესაა ოთხჯერ გაზრდილი მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვქონდა გასულ წელს. ჩვენ თითოეულ რეფორმას განვიხილავთ ახალი რეფორმების ტალღის ფარგლებში. დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნება წარმოადგენდა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს. როგორც აღვნიშნეთ, დღგ-ს ზედმეტობის ავტომატური სისტემის ამოქმედებისთვის, მუშავდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა, მანამდე, 15 იანვრიდან მოქმედებს დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებული და ლიბერალურ რეჟიმში დაბრუნების პროცედურა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა და მეწარმეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურობისკენ.

დატოვე კომენტარი