მამუკა არეშიძე - სტრასბურგში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ზეპირ მოსმენას ვესწრებოდი და მინდა, ამ კონკრეტულ საქმეში შეტანილი წვლილისთვის თეა წულუკიანს მადლობა გადავუხადო
მამუკა არეშიძე - სტრასბურგში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ზეპირ მოსმენას ვესწრებოდი და მინდა, ამ კონკრეტულ საქმეში შეტანილი წვლილისთვის თეა წულუკიანს მადლობა გადავუხადო

რიგი მიზეზების გამო, სტრასბურგში გახლდით, ცნობილ სასამართლოს ვესწრებოდი და მინდა, ამ კონკრეტულ საქმეში შეტანილი წვლილისთვის თეა წულუკიანს მადლობა გადავუხადო, მით უმეტეს, თუ ის ახალ მთავრობაში არ იქნება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, მამუკა არეშიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„კულუარულად ვიცი, როგორ მიდიოდა მუშაობა და თუნდაც, ცნობილ დისკადერთან დაკავშირებით, პირადად თეა წულუკიანმა და მისმა მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ რა სამუშაო ჩაატარეს, რათა სასამართლო იმ კონდიციაში მიეყვანათ, რა კონდიციაშიც საკუთარი თვალით ვიხილე. ასეთი სუსტი რუსული მხარე არც ერთ სხვა საერთაშორისო ტრიბუნაზე არ მინახავს. გაოცებული დავრჩი, იმდენად უარგუმენტო იყო რუსული მხარე და იმდენად არგუმენტირებული იყო ქართული მხარის პოზიციები, იმდენად ძლიერი და იმდენად ხმამაღალი“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მამუკა არეშიძემ თეა წულუკიანს საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“  შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის მხოლოდ ამ კონკრეტულ ეპიზოდს აფასებს, რომელიც სტრასბურგის სასამართლოსთან არის დაკავშირებული და არ აფასებს იუსტიციის მინისტრის სხვა სამუშაოს.