მამუკა არეშიძე - მოსამართლე, რომლის დანაშაულსაც საერთაშორისო სასამართლოებმა ხაზი გაუსვეს, მუდმივად დანიშნული არ უნდა იყოს
მამუკა არეშიძე - მოსამართლე, რომლის დანაშაულსაც საერთაშორისო სასამართლოებმა ხაზი გაუსვეს, მუდმივად დანიშნული არ უნდა იყოს

მოსამართლე, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი და რომლის დანაშაულსაც საერთაშორისო სასამართლო სტრუქტურებმა ხაზი გაუსვეს, არ უნდა იყოს მუდმივად დანიშნული, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის საკითხზე ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით ერთი შედეგი უნდა დადგეს.

„არ შეიძლება, სანახევროდ რბილ შედეგზე ორიენტირებული ვიყოთ. შედეგი უნდა დადგეს ერთი – ამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ საზოგადოებას ისინი არ უნდა. ისინი უნდა წავიდნენ. თუ გაგრძელდა ასეთი „დელიკატური“ ურთიერთობები და ასე ვთქვათ, დემონსტრირება იმისა, რომ რბილად მოხდეს ეს ყველაფერი, უფრო ცუდ შედეგებამდე მივალთ. აქ საჭიროა, რომ „სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს“. არ არის რევერანსების დრო“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ექსპერტის შეფასებით, საზოგადოებას აღნიშნულ საკითხზე მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს.

„მოსამართლე, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი და რომლის დანაშაულსაც ხაზი გაუსვეს საერთაშორისო სასამართლო სტრუქტურებმა, არ უნდა იყოს მუდმივად დანიშნული. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.