მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება
მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება
თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა და სულ მალე მოედანს დაუბრუნდება.
 
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფეხბურთელის მეუღლემ, ანუნა იაშვილმა ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
„დღეს საუკეთესო დღეა ჩემსა და მამიას ცხოვრებაში! ერთწლიანი რთული პერიოდი დამარცხებულია! მამია სრულიად გამოჯანმრთელებულია და სულ მალე ვარჯიზე შეუერთდება გუნდს. ამ სიხარულისთვის კი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბ თბილისის „ლოკომოტივს“ – თქვენი თანადგომის გარეშე ვერაფერს მივაღწევდით! საუკეთესო თანამშრომლებითა და ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ყოველთვის და ყველგან ჩვენს გვერდით იდგა! მჯერა, რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევთ! აქვვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, ეროვნული ლიგის გუნდებსა და მოთამაშებს! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფეხბურთი საუკეთესო სპორტი და საუკეთესო ადამიანების სპორტია“