მამარდაშვილის „ვალენსია“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ლა ლიგის ერთ-ერთ ლიდერთან, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში 0:3 დამარცხდა.
ესპანეთის ჩემპიონატსის 25-ე ტურის შეხვედრაში „ვალენსიას“ საშინაო კედლებმაც ვერ უშველა, მადრიდის „ატლეტიკომ“ თამაში დამაჯერებლად დაიწყო და პირველ ტაიმში ხულიან ალვარესის დუბლით (12, 30 წუთებზე) კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.
საბოლოო ანგარიში კი 86-ე წუთზე ანხელ კორეამ დააფიქსირა, რომელმაც ძლიერი და ქვედა მარცხენა კუთხეში ეფექტური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.
ლა ლიგაში გამართული 25 ტურის შემდეგ 23 ქულით „ვალენსია“ მე-18 ადგილზეა, ხოლო მადრიდის „ატლეტიკომ“ (53) „ბარსელონას“ (51) გადაასწრო და გალიდერდა.