მამარდაშვილის „ვალენსია“ გედეშსაც შეელია - ესპანელები ბიუჯეტს ამცირებენ #1TVSPORT
მამარდაშვილის „ვალენსია“ გედეშსაც შეელია - ესპანელები ბიუჯეტს ამცირებენ #1TVSPORT

„ვალენსიადან“ გიორგი მამარდაშვილის კონკურენტის, იასპერ სილესენის წასვლის შემდეგ („ნაიმეგენში“), გუნდი სეზონის დაწყებამდე ლიდერმა, პორტუგალიელმა გონსალო გედეშმაც დატოვა.

„ვალენსიაში“ ლა ლიგის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, პირველი მნიშვნელოვანი გარიგება უკვე შედგა – გონსალო გუედეშის პერსონით სატრანსფერო „ბაზრის“ დაწყებამდე დაინტერესდნენ „რომა“, შემდეგ გამოჩნდა ტურინის „იუვენტუსი“ და ასევე პრემიერ ლიგის გუნდები – „ლიდსი“ და „ვულვერჰემპტონი“. საბოლოოდ, სწორედ ამ ბოლო გუნდში მოხვდა პორტუგალიელი.

ამის შესახებ „ვალენსიამ“ ოფიციალური განცხადებაც გააკეთა, რომ „ვულვერჰემპტონთან“ მიაღწია შეთანხმებას გონსალო გედეშის ინგლისურ ტრანსფერზე. გედეში „ვალენსიას“ 2017 წელს „პარი სენ-ჟერმენიდან“ შეუერთდა და ყველა ტურნირზე 198 მატჩი ჩაატარა, 40 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2019 წელს ის იყო ერთ-ერთი მოთამაშე, რომელმაც მოიგო კოპა დელ რეი „სევილიაში“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „ვალენსიამ“ იასპერ სილესენის ტრანსფერზე შეთანხმებას „ნაიმეგენთან“ მიაღწია. ნიდერლანდელი მეკარე ესპანურ კლუბს 2019 წელს შეუერთდა და ყველა ტურნირზე 67 მატჩი ჩაატარა.

ესპანური გამოცემა „ელდემარკის“ ცნობით, სილესენის წასვლით „ვალენსია“ წლიური ბიუჯეტიდან დაახლოებით 14 მილიონ ევროს გამოათავისუფლებს. გედეშის წასვლით კი ეკონომია, სავარაუდოდ, 25 მილიონამდე გაიზრდება.