ფრანგული გამოცემა – პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელს არ დაიმატებს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელის დამატებას არ აპირებს – ინფორმაციას Canal+-ის ვებგვერდი ავრცელებს.
„პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბარსელონას““ შორის გამართულ მატჩში მიღებული მუხლის სერიოზული ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია ჩაუტარდა. ის მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. ჩვენი ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ ქართველი გარემარბის შემცვლელის დამატებას არ გეგმავს.
კვარაცხელიას არყოფნა სერიოზული დარტყმაა ლუის ენრიკესთვის, რადგან ქართველი ფორვარდი მიმდინარე სეზონში მოედანზე აღარ გავა. მართალია, ეს დანაკლისი პსჟ-ის შედეგებზე ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგაში ჯერჯერობით არ ასახულა, მაგრამ ვითარება, სავარაუდოდ, შეიცვლება, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენცია უფრო გამძაფრდება.
„პარი სენ-ჟერმენის“ ბოლო ორ გამარჯვებაში, რომლებიც გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მოიპოვა, კვარაცხელიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, ეს მის არყოფნას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, გუნდის მთავარი მწვრთნელი ქართველი ფეხბურთელის შემცვლელის პოვნას მოახლოებული ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარაში“ პრიორიტეტად არ მიიჩნევს. პსჟ ახალი მოთამაშეების დამატებას არ აპირებს – თუ, რა თქმა უნდა, იანვრამდე კიდევ რომელიმე საკვანძო ფეხბურთელმა სერიოზული ტრავმა არ მიიღო“, – ამტკიცებს Canal+.