მამარდაშვილის მშრალი მატჩი „ხეტაფესთან“ - გიორგის ვიდეორეფერი დაეხმარა [ვიდეო] #1TVSPORT
მამარდაშვილის მშრალი მატჩი „ხეტაფესთან“ - გიორგის ვიდეორეფერი დაეხმარა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში კიდევ ერთხელ მოხვდა – ეს ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში მოხდა, სადაც ქართველის გუნდი „ხეტაფეს“ ესტუმრა.

ხოსე ბორდალასი მთავარი მეკარის, იესპერ სილესენსის არყოფნაში ქართველ მეკარეს ენდობა, რომელიც თამაშში რამდენჯერმე ჩაერთო. 22-ე წუთზე მაურო არამბარის დარტყმას გადაეფარა, 69-ე წუთზე კი კარლეს ალენას მიერ საჯარიმოდან გაშვებული ბურთი მოიგერია.

71-ე წუთზე მამარდაშვილი უხეშად შეცდა – უკან დაგორებული ბურთი ერთი შეხებით დაარტყა, ახლოს მდგარ ბორხა მაიორალს მოხვდა და მან „ვალენსიას“ კარი აიღო. მაგრამ „ხეტაფეს” მოთამაშეთა ზეიმი ნაადრევი გამოდგა – მსაჯმა მომენტი ვიდეორეფერიზე გადაამოწმა და დაადგინა, რომ მასპინძელთა შემტევმა ხელით ითამაშა და გოლი არ ჩათვალა.

ბოლოს გიორგი თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ენეს უნალიმ დაურტყა, მაგრამ ბურთი პირდაპირ გიორგი მამარდაშვილისკენ წავიდა და საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა.

 

„ვალენსიამ“ 28 ტურის შემდეგ 37 ქულა დააგროვა და ლა ლიგაში მე-9 პოზიციაზეა. გუნდს ევროზონაში მყოფ მეექვსეადგილოსანვილეარეალთან“ 8 ქულა აშორებს. მაგრამ სეზონის დასრულებამდე 10 ტურია დარჩენილი და ამ ამოცანის გადაწყვეტა წარმოუდგენელი არაა. ამას გარდა, გუნდი ევროსაგზურის მოპოვებას ესპანეთის თასიდანაც შეეცდება.