მამარდაშვილი „ენფილდზე“ დებიუტს გამოეხმაურა - „ლივერპულმა“ „ბილბაო“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
მამარდაშვილი „ენფილდზე“ დებიუტს გამოეხმაურა - „ლივერპულმა“ „ბილბაო“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „ენფილზე“, რომელშიც „ლივერპული“ ბილბაოს „ატლეტიკსდაუპირისირდა და 3:2 დაამარცხა.

ინგლისური კლუბი ბასკებს ორი შემადგენლობით დაუპირისპირდა. პირველი მატჩი გუნდებმა სათადარიგო შემადგენობით ჩაატარეს და პრემიერლიგელებმა ლა ლიგის წარმომადგენელს 4:1 სძლიეს. ამ მატჩში კარში ფრედერიკ ვუდმანი იდგა.

მამარდაშვილი „ლივერპულის“ მწვრთნელმა, არნე სლოტმა მეორე შეხვედრაში დააყენა, სადაც გუნდები მოედანზე ძირითადი შემადგენლობებით გავიდნენ. ინგლისელებმა კოდი გაკპოსა (2) და მოჰამედ სალაჰის გოლებით გაიმარჯვეს.

გაკპომ მესამეც გაიტანა, ოღონდ საკუთარ კარში.

მამარდაშვილმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა, 83-ე წუთზე კი ისეთი დარტყმა მოიგერია, „ენფილზე“ შეკრებილ გულშემატკივრებს ქართველისთვის ოვაციები არ დანანებიათ.

„ახალი სახლი. პირველი თამაში „ენფილდზე“. ოცნება ისტორიად იქცა. უფრო მეტი გველის“, – ასე გამოეხმაურა გიორგი „ენფილდზე“ სადებიუტო შეხვედრას.

ამით „ლივერპულმა“ სეზონისთვის მზადება დაასრულა. გუნდი პირველ ოფიციალურ შეხვედრას 10 აგვისტოს ინგლისის სუპერთასზე „კრისტალ პალასთან“ გამართავს.