ფაბიო ფონინი მამაკაცთა რეიტინგის ტოპ-ასეულის მეათე ჩოგბურთელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა
მსოფლიოს მე-16 ჩოგანი, იტალიელი ფაბიო ფონინი, რომელსაც კალიარის ტურნირის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგის ტოპ-ასეულის მეათე წევრია, ვინც COVID-19-ით დაზარალდა.
მანამდე კორონავირუსზე დადებითი ტესტი დაუდასტურდათ: ნოვაკ ჯოკოვიჩს (სერბეთი, 1), გრიგორ დიმიტროვს (ბულგარეთი, 19), ბორნა ჩორიჩს (ხორვატია, 27), ფრენსის ტიაფოს (აშშ, 62), კეი ნიშიკორის (იაპონია, 36), ბენუა პერს (საფრანგეთი, 26), ფერნანდო ვერადსკოს (ესპანეთი, 60), დავიდ გოფენს (ბელგია, 14) და სემ კუერის (აშშ, 50).
ასე რომ, მამაკაცთა რეიტინგის TOP 100-ის 10 პროცენტს სხვადასხვა დროს აღმოაჩნდა კორონავირუსი.
საინტერესოა, რომ ქალთა ტურში ამასთან დაკავშირებით უკეთესი სიტუაციაა – კლასიფიკაციის პირველი ასეულიდან დადებითი ტესტი არც ერთ ჩოგბურთელს არ ჰქონია.