მამაკაცს, რომელმაც ნიდერლანდებში, ტრამვაიში ცეცხლი გახსნა, ტერორიზმში ბრალი წაუყენეს
ნიდერლანდების პროკურატურამ მამაკაცს, რომელმაც უტრხეტში ტრამვაიში ცეცხლი გახსნა, ტერორიზმში ბრალი წაუყენა. 37 წლის ეჭვმიტანილი სასამართლოს წინაშე ხვალ, 22 მარტს წარდგება. მას ტერორისტული მოტივით მასობრივ მკვლელობაში, მკვლელობის მცდელობასა და ტერორიზმში ედება ბრალი.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ დაკავებული მარტო მოქმედებდა და არ არსებობს რაიმე მანიშნებელი, რომ მას თანამზრახველი ჰყავდა. ამასთან, სამართალდამცველები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თავდამსხმელი მსხვერპლს არ იცნობდა და თავდასხმის ადგილი შემთხვევით შეარჩია.
ნიდერლანდების პროკურატურაში აცხადებენ, რმ ეჭვმიტანილი ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას გადის.
უტრეხტში თავდასხმა 18 მარტს მოხდა. თურქეთში დაბადებულმა 37 წლის გოქმან თანისმა ტრამვაიში ცეცხლი გახსნა და სამი ადამიანი მოკლა, ხუთი კი დაჭრა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. ის პოლიციამ რამდენიმე საათის შემდეგ დააკავა.