მამაკაცს, რომელმაც ლიფტში ახალგაზრდა ქალს 60-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მამაკაცს, რომელმაც ლიფტში ახალგაზრდა ქალს 60-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

25 წლის მამაკაცს, რომელმაც ბათუმში, ლიფტში ახალგაზრდა ქალს 60-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

გამოძიება მსჯავრდებულს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში სდებდა ბრალს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირი დაახლოებით ორი თვის წინ, ახალგაზრდა ქალბატონს ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში თავს დაესხა და დაახლოებით 62 ჭრილობა მიაყენა.

ქალბატონი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ის ერთ-ერთ სასტუმროსთან მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.