მამაკაცს, რომელიც ოზურგეთში გაძარცვეს, მრავლობითი ჭრილობა თავის არეში მიაყენეს 
მამაკაცს, რომელიც ოზურგეთში გაძარცვეს, მრავლობითი ჭრილობა თავის არეში მიაყენეს 

გურიაში, ოზურგეთში ძარცვის მიზნით თავდასხმის დროს მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა თავის არეში მიაყენეს, – ამის შესახებ პირველ არხს ოზურგეთის კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა დავით მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის დროს პაციენტს შუბლის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა და ეპიდერული ჰემატომა ჰქონდა.

„ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გაწერილია კლინიკიდან“, – განაცხადა ოზურგეთის კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა, დავით მდინარაძემ.

გურიაში, მამაკაცს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ და გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მისგან 30 ათასი ლარი წაიღო.

დაზარალებული სომხეთის მოქალაქეა. შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.