მამაკაცი, რომელსაც ვარკეთილში მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა
მამაკაცი, რომელსაც ვარკეთილში მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელსაც დღეს ვარკეთილში ავტომობილი დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც ცნობილია, მამაკაცს „ფორდის“ მარკის ავტომობილი დღის პირველ ნახევარში დაეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, გამოძიების ფარგლებში, დანიშნულია ექსპერტიზები. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, დააკავეს თუ არა ავტომობილის მძღოლი, რომელიც მამაკაცს შეეჯახა.