მამაკაცი, რომელმაც მილუოკიში, ლუდსახარშ კომპანიაში ცეცხლი გახსნა, ამავე კომპანიის სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელი იყო

03:03, 27.02.2020

მამაკაცი, რომელმაც აშშ-ის ქალაქ მილუოკიში, ლუდსახარში კომპანიის შენობაში ცეცხლი გახსნა, ამავე კომპანიის თანამშრომელი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი 26 თებერვალს სამსახურიდან გაათავისუფლეს. ის კომპანიის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა და თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. გარდაცვლილია შვიდი ადამიანი, მათ შორის თავად თავდამსხმელი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სროლის გამო გადაკეტილი იყო მიმდებარე ქუჩები. ახლომდებარე სკოლაში კი სასწავლო პროცესი შეწყდა.

მსგავსი