აშშ-ის ქალაქ მილუოკიში სროლის შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელიც
აშშ-ის ქალაქ მილუოკიში, ლუდსახარში კომპანიის ადმინისტრაციული კომპლექსის ტერიტორიაზე სროლა მოხდა. ამერიკული მედიის ცნობით, მოკლულია შვიდ ადამიანი, მათ შორის თავად თავდამსხმელი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. კომპანიამ თანამშრომლებს ელექტრონული შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც უსაფრთხო ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
სამართალდამცველებმა მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს. დაიხურა ახლომდებარე სკოლა.