მამაკაცი, რომელმაც კიშინეუს აეროპორტში ცეცხლი გახსნა, ტაჯიკეთის მოქალაქეა
მამაკაცი, რომელმაც კიშინეუს აეროპორტში ცეცხლი გახსნა, ტაჯიკეთის მოქალაქეა

მამაკაცი, რომელმაც კიშინეუს აეროპორტში ცეცხლი გახსნა, მესაზღვრე და დაცვის თანამშრომელი მოკლა, ტაჯიკეთის მოქალაქეა, რომელსაც მოლდოვაში შესვლა აუკრძალეს, – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა.

„ტაჯიკეთის 43 წლის მოქალაქეს უარი უთხრეს მოლდოვაში შესვლაზე უსაფრთხოების გათვალისწინებით. სტერილურ ზონაში მისი გადაყვანისას წარმომავლობის ქვეყანაში დაბრუნების პროცედურის გასაფორმებლად, მან სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლისთვის წართმეული იარაღიდან მოკლა მესაზღვრე და აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. მან ასევე დაჭრა მგზავრი“, – განაცხადა მოლდოვის პრემიერმა.