მამაკაცი, რომელიც ზუგდიდში ნაშალი მიწის ქვეშ მოყვა, გარდაცვლილი ამოიყვანეს

01:56, 31.07.2019

ზუგდიდში, არტეზიული ჭის წმენდისას მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცი, 13-საათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ გარდაცვლილი ამოიყვანეს.

ცხედარი ქუთაისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

72 წლის ა. ჯ. გუშინ არტეზიული ჭის წმენდის დროს მიწისა და თიხის ნაშალის ქვეშ, დაახლოებით ცხრა მეტრის სიღრმეში მიწის ქვეშ მოყვა.

სამართალდამცველები ფაქტს სსკ-ის 124-ე მუხლით იძიებენ, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი