მამაკაცი, რომელიც ვარკეთილის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და ისროდა, დაკავებულია
მამაკაცი, რომელიც ვარკეთილის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და ისროდა, დაკავებულია

მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, დაკავებულია.

ადგილზე გაუვნებელყოფის ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ პირთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის სამართალდამცველთა ოპერაცია დასრულებულია.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ოჯახის წევრებთან კონფლიქტის შემდეგ დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროლა.

შსს-ს ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებული.