მამაკაცი, რომელიც კლინიკაში სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციით მიიყვანეს, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა
მამაკაცი, რომელიც კლინიკაში სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციით მიიყვანეს, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ალადაშვილის კლინიკაში სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციით უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

ახალგაზრდა მამაკაცი კი, რომელიც სავარაუდოდ ასევე ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციით დაიღუპა, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

„დღეს კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ შემოყვანილ იქნა ერთი პაციენტი უგონო მდგომარეობაში, ხოლო მეორე უკვე გარდაცვლილი იყო. პაციენტს, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო, შესაბამისი დახმარება ჩაუტარდა. ის მკურნალობას განაგრძნობს რეანიმაციულ განყოფილებაში, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, არის კომატოზურ მდგომარეობაში. ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, – განაცხადა ეკა ხუჭუამ.

დატოვე კომენტარი