მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტი კიტეიშვილმა გოლად გარდასახა #1TVSPORT
მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტი კიტეიშვილმა გოლად გარდასახა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში ისევ გაუტანა ლასკ-ს, მაგრამ გრაცის „შტურმმა“ კონკურენტი ზედიზედ მეორე შეხვედრაში ვერ დაამარცხა – 1:1.

წინა ტურის მატჩი „შტურმა“ ამავე ლასკ-თან გასვლაზე სამი დღის წინ, 19 აპრილს გამართა და ის შეხვედრაც 1:1 დსრულდა. კიტეიშვილმა იქაც გაიტანა. გუნდები ერთმანეთს 28-ე ტურში, გრაცში დაუპირისპირდნენ და კვლავ 1:1. ამჯერად ლასკ-ი დაწინაურდა, მაგრამ 67-ე წუთისთვის ორი მოთამაშე გაუძევეს და საბოლოოდ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

ოთარ კიტეიშვილმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, გიზი მამაგეიშვილი კი მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა და თამაშის შემოტრიალებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მან 77-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც კიტეიშვილმა გოლად გარდასახა და თამაში გადაარჩინა – 1:1.

გრაცის „შტურმი“ 29 ქულით კვლავ ავსტრიის ბუნდესლიგის ლიდერია. მაგრამ „ზალცბურგმა“ ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა და დარჩენილ ტურებში საჩემპიონო ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბა.

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში უკვე 14 გოლი გაიტანა (პლუს 3 საგოლე გადაცემა) და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია. მან ლასკ-თან ამ შეხვედრაში 7,9 ქულა მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.