მამა შალვა კეკელია - პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა
მამა შალვა კეკელია - პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა

მამა შალვა კეკელია მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას დადებითად აფასებს.

როგორც მამა შალვამ საკრებულოს შენობასთან განაცხადა, რეგულაციების განხილვაში მონაწილეობა კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა მიიღონ.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა, მან ახსენა, რომ ეს კანონი გადაიდო საერთოდ, განხილვები დაიწყება მხოლოდ რეგულაციებთან დაკავშირებით, რაც ჩვენც გვინდა, რომ შემოვიდეს ქვეყანაში რეგულაციები.

ეს კარგია, მაგრამ რეგულაციები უნდა მოხდეს განხილვით, უნდა განვიხილოთ რაში როგორ ვეთანხემებით ერთმანეთს, ყველა სპექტრმა უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა, ეს ეკლესია იქნება, ექიმები, ფსიქოლოგები. ვინც ამ საკითხში კომპეტენტურია, ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს რეგულაციების განხილვაში მონაწილეობა“,- განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა არ ეჩქარებათ და ამ თემაზე საპატრიარქოსთან კონსულტაციები გაიმართება. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ორ ნაწილად გაიყოფა.

მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის ერთი ნაწილის განხილვა ცალკე მოხდება, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს. მეორე ნაწილად კი მოხდება მსჯელობა კანაფის პროდუქტების წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.