მამა შალვა კეკელია - მოწოდებები, ეკლესიაში ნუ მიხვალთო, ნუ ენდობით სასულიერო პირებს, ემსახურება ერის გარყვნას, ერის განადგურებას, ჩვენ ერი არავის მისცემს ამის უფლებას
მამა შალვა კეკელია - მოწოდებები, ეკლესიაში ნუ მიხვალთო, ნუ ენდობით სასულიერო პირებს, ემსახურება ერის გარყვნას, ერის განადგურებას, ჩვენ ერი არავის მისცემს ამის უფლებას

დიდი ხანია, მთელი ერი ვისმენთ პატრიარქის ლანძღვა-გინებას და როგორც მამა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულად ჩავთვალე თავი, მათ აღარ გავაბედინოთ ამდენი, არ გავაბედინო, რომ ასე გველაპარაკონ 88 წლის პატრიარქზე მის უფლებას ჩვენ ერი ამათ უკვე აღარ მივცემთ, რადგან რაღაცა ზღვარს გადავიდნენ, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ აღნიშნა.

როგორც შალვა კეკელიამ აღნიშნა, ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა მეოცე საუკუნის დასაწყისში, რა მოხდა კომუნისტების დროს, როდესაც დიდი პრობლემის წინაშე იდგა მთელი ერი, ზუსტად ეს პროცესები დაიწყო მაშინაც.

„კომუნისტები იწყებდნენ ასე ეკლესიების ლანძღვა-გინებას, ასე იყო საუბარი თავიდან, რომ კარიკატურებს აკეთებდნენ სასულიერო პირებზე, რომ სასულიერო პირებს არ უნდა ენდოთ, ცოლები არ უნდა გაუშვათ სასულიერო პირებთან, ქმრები არ უნდა გაუშვათ. ყოფილმა მეუფემ, პეტრემ გააჟღერა აქ და ისაუბრა იმაზე რომ, ხალხო, ცოლებს ნუ გაუშვებთ ეკლესიებშიო, რადგან შეიძლება იქ თქვენს ცოლებს მღვდლებმა საშინელება გაუკეთონო, ქმრებს ნუ გაუშვებთო. აქ საპატრიარქოსთან ისაუბრა, ჩანაწერი არსებობს, შვილებს ნუ გაუშვებთო, ეს იცით რამხელა საშინელებაა. მე დღეს იცით საიდან მოვდივარ? ორი თვის ბავშვი არის გარდაცვლილი და დღეს მისი პანაშვიდიდან მოვდივარ, პანაშვიდი გადავუხადე ორი თვის ბავშვს, ეს მშობლები ჩვენ გვენდობიან სასულიერო პირებს, დღეს ისე აკეთებთ ტელევიზიები, აი „ტვ პირველი“ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, „მთავარი“, „ფორმულა“, პირდაპირ საუბრობთ იმაზე და პირდაპირ მიმართულებას აძლევთ, რომ ყველა კვირას აკეთებთ ეკლესიაზე ცუდ გადაცემას, ანუ ყველა კვირას აკეთებთ, რომ მღვდელი ცუდია, მღვდელი ასეთია და იცით, ამით თქვენ რას ბადებთ? ხალხს უჩენთ უნდობლობას ეკლესიის მიმართ. მე პირადად სასულიერო პირი ვარ, ეკლესიაში ვმსახურობ და ძალიან ბევრი ადამიანის სული გადაგვირჩენია ღმერთის დახმარებით და ეს ადამიანები, ვინც ასე მოუწოდებენ ხალხს, რომ ეკლესიაში ნუ მიხვალთო, ნუ ენდობით სასულიერო პირებსო, ეს ყველაფერი ემსახურება ერის გარყვნას, ერის განადგურებას“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

კითხვაზე, როგორია მისი პოზიცია ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებზე როგორია მისი პოზიცია, მამა შალვა კეკელიამ აღნიშნა, რომ ჭყონდიდი არის დამოუკიდებელი ეპარქია და სრულად უჭერს მხარს მეუფე სტეფანეს.

„მეუფე სტეფანე იქცევა სრული კანონებისა და წესების დაცვის მიხედვით. ჩვენ გვესმის ყოველთვის მეორე მხრიდან, მოწინააღმდეგე მხრიდან, რომ რჯულის კანონი არ იცვლება, საუბრობენ სულ ამაზე, მეუფე სტეფანეს მოჰყავს მსოფლიო კრებების დადგენილებები, რის მიხედვითაც იმ სასულიერო პირებს უჩერებს მღვდელმსახურებას. თქვენ გაქვთ თქვენი წესები, ჩვენ ეკლესიას გვაქვს ჩვენი წესები. მაგალითად, ჟურნალისტი შეუვარდა რეზიდენციაში და ამბობს, რომ ამის უფლება აქვს, აი მე ახლა ამ ხალხს წამოვიყვან რომელიმე თქვენ ტელევიზიაში, შემოვალ თქვენ ტელევიზიაში და თქვენ რომ გადაცემებს მართავთ, შემოგივარდებით, ვინ შემიშვებს ხო? რამდენჯერ ვყოფილვარ ტელევიზიაში, საშვის გარეშე არ გიშვებენ, მანქანას არ გაგაჩერებინებენ“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

მისივე თქმით, რეზიდენცია, სადაც საეკლესიო კრება ტარდება იქ შესვლა არ შეიძლება.

„რეზიდენცია ყველასი არაა. ეკლესიაში შეიძლება ყველა შევიდეს, მაგრამ როდესაც კრება იმართება, ყველას არა აქვს უფლება, რომ იმ კრებაზე შევიდეს. როდესაც ტელევიზიაში იმართება რაღაცა სხდომას, ყველას არა აქვს უფლება იქ დაესწროს და თქვენ ამას ითხოვთ, აქ შემოვარდნას ითხოვთ. მეორეც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რასაც აი ყველა ზღვარს გაცდა, თქვენც ვერ ხვდებით ისე ანგრევთ ეკლესიის ცხოვრებას და ხალხს უნდობლობას უჩენთ. იცით, ეგ რას ნიშნავს? დღეს ამ ქვეყანაში ასეთი გაჭირვებაა, ადამიანები თავს იკლავენ უმძიმეს მდგომარეობაში არიან“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.