მამა მიქაელ ბოტკოველი - ხელისუფლება დარწმუნდა, რომ კანაფის კულტივაციის კანონპროექტი საზოგადოებისთვის საშიშია
მამა მიქაელ ბოტკოველი - ხელისუფლება დარწმუნდა, რომ კანაფის კულტივაციის კანონპროექტი საზოგადოებისთვის საშიშია

ხელისუფლება დარწმუნდა, რომ კანაფის კულტივაციის კანონპროექტი საზოგადოებისთვის საშიშია, – ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება უკან გაიწვევს კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს, არგუმენტად კი დაასახელეს, რომ მათ დაინახეს საზოგადოების რეაქცია და ეკლესიის პოზიცია.

​ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩვენთან კიდევ ერთხელ გაევლო კონსულტაციები და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები საპატრიარქოში მობრძანდნენ, შეხვდნენ მის უწმინდესობას. ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ეს არის საზოგადოებისათვის საშიში, მათ დაინახეს ის ძალისხმევა, რომელსაც ეკლესია აქამდე ახორციელებდა და დაინახეს საზოგადოების პოზიცია. შევთანხმდით და პატრიარქთან მათ განაცხადეს, რომ უკან წაიღებენ კანონპროექტს. არგუმენტად დაასახელეს, რომ მათ დაინახეს საზოგადოების რეაქცია, ეკლესიის პოზიცია და ისინი ამ ყველაფერს ანგარიშს გაუწევენ”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.