მამა დავით ისაკაძე - მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტის თითოეული მხარდამჭერი დამნაშავეა ღმერთის, საკუთარი ხალხისა და სამშობლოს წინაშე
მამა დავით ისაკაძე - მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტის თითოეული მხარდამჭერი დამნაშავეა ღმერთის, საკუთარი ხალხისა და სამშობლოს წინაშე

ეს დანაშაულებრივი კანონები, რომელიც ბოლო დროს მიიღეს, დაამტკიცეს და ცხოვრებაში გაატარეს, დასაგმობია, დაუშვებელია, – ამის შესახებ მამა დავით ისაკაძემ თბილისის საკრებულოსთან მარიხუანას თემასთან დაკავშირებით პარაკლისის გადახდის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ახლა კონკრეტულად ვეხებით ნარკოპოლიტიკას. კანონი დეკრიმინალიზაციის შესახებ, კანონი ლეგალიზაციის შესახებ და ახლა ბოლო დროს უკვე პლანტაციების გაშენების შესახებ კანონის მიმღებლობის წინაშე დგომა – ეს არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და სამშობლოს წინაშე და რაც მთავრია, ღმერთის წინაშე.

თითოეული ადამიანი, იქნება პოლიტიკოსი თუ ამ პროგრამის მხარდამჭერი, არის დამნაშავე ღმერთის, საკუთარი ხალხისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენ, სამღვდელოება კატეგორიულები ვართ და მოვითხოვთ, გაუქმდეს ეს კანონები. ბოლომდე ვიბრძოლებთ, ნურავის ეგონება, რომ ეკლესიაში საქმეს დაალაგებენ, ეკლესიაში საქმეს ვერასდროს დაალაგებენ. ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც სულიწმინდა მართავს.

ათი ადამიანიც რომ დარჩეს, სამღვდელო პირი და მრევლი, იცოდნენ, რომ თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევენ. ასე ეგონათ არამარტო ძველი ეკლესიისა და ხალხის მდევნელებს, თუნდაც მე-20 საუკუნეში კომუნისტებსაც, რომ ისინი უძლეველნი იქნებოდნენ, ასე ეგონა სააკაშვილის რეჟიმსაც, რომ ის უძლეველი იქნებოდა. ასე უნდა იფიქროს დღევანდელმა ხელისუფლებამაც. ეკლესიისა და ხალხის წინაშე ისინი ვერ გაიმარჯვებენ“, – განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.

ამასთან, სასულიერო პირებმა მრევლს ხვალ, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებისკენ მოუწოდეს, სადაც ღვთისმსახურებას პატრიარქი აღავლენს.

სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც განცხადებები გააკეთეს. მანამდე მარიხუანას საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს.

სასულიერო პირები მარიხუანას თემასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოსთან არიან შეკრებილი

Posted by პირველი არხი on შაბათი, 15 სექტემბერი, 2018

დატოვე კომენტარი