მალხაზ მაჩალიკაშვილი - როგორც ვოლსკი და მდინარაძეები მიიჩნევენ, რომ ჩემი დაწესებულებაში შეშვება არ შეიძლება, ასე არ ფიქრობენ დიპლომატები, ჩემთვის კარი ყველგან ღიაა
მალხაზ მაჩალიკაშვილი - როგორც ვოლსკი და მდინარაძეები მიიჩნევენ, რომ ჩემი დაწესებულებაში შეშვება არ შეიძლება, ასე არ ფიქრობენ დიპლომატები, ჩემთვის კარი ყველგან ღიაა

ჰუსეინ (მორის) მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით, ინფორმაცია ევროკავშირის წარმომადგენლებს მივაწოდე, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, მისთვის დიპლომატიური წარმომადგენლობების კარი ღიაა და ის მუდმივად აწვდის ინფორმაციას დიპლომატიურ მისიებს.

„ვიდრე სასამართლოში მოვიდოდი ევროკავშირის წარმომადგენლებთან ვიყავი მიწვეული და მივაწოდე ყველა ინფორმაცია ჰუსეინ (მორის) მაჩალიკაშვილთან დაკავშირებითაც, ჩემთან დაკავშირებითაც და ყველა დანაშაულთან დაკავშირებით. ჩემთვის ყველა კარი არის ღია ამერიკის საელჩოშიც, ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც, ყველგან მიღებენ მაღალი დონით. როგორც ჩვენი დეგენერატი ვოლსკი და მდინარაძეები ფიქრობენ, რომ ჩემი დაწესებულებაში შეშვება არ შეიძლება, მასე არ ფიქრობენ დიპლომატები. ჩემთვის არის ყველგან კარი ღია, მე მივდივარ ყველგან და ვაწვდი ინფორმაციას ხელისუფლების შესახებ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილმა მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრალდებული მორის მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ ტერიტორიაზე 20 ივნისს კარვის დასაცავად იმყოფებოდა და მონაწილეობას არ იღებდა მოვლენებში.

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ იმ ადგილას, სადაც იდგა კარავი, დაგვეცვა. ყოველთვის იყო კარავში რამის შეტანის საშიშროება და ამიტომ აღმოვჩნდით იქ, სადაც იყო სპეცრაზმი განლაგებული. მორის მაჩალიკაშვილი იყო წელიწადის განმავლობაში ჩემს გვერდით მოთხოვნით, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ეღიარებინა ჩადენილი დანაშაული“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.