მალტის პრემიერის ინფორმაციით, ქვეყანაში აეროპორტი პირველ ივლისს გაიხსნება
მალტის პრემიერის ინფორმაციით, ქვეყანაში აეროპორტი პირველ ივლისს გაიხსნება

მალტა აეროპორტს პირველ ივლისს გახსნის. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ აბელამ გააკეთა.

​მალტაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყო, ბარები და სპორტული დარბაზები მომდევნო კვირიდან გაიხსნება.

მალტაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 600 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია ცხრა ადამიანი.