მალტის პრემიერი - ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა ბრიტანეთში ბრექსითზე კიდევ ერთი რეფერენდუმის მომხრეა
მალტის პრემიერი - ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა ბრიტანეთში ბრექსითზე კიდევ ერთი რეფერენდუმის მომხრეა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა უმრავლესობა მხარს უჭერს ბრიტანეთში​ ბრექსითთან დაკავშირებით კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას. ამის შესახებ მალტის პრემიერ- მინისტრმა, ჯოზეფ მუსკატმა განაცხადა. ინფორმაციას AFP ავრცელებს.

„ვფიქრობ, უმეტესობა მიესალმება, რომ ბრიტანელ ხალხს კიდევ ერთხელ მიეცეს შანსი გადახედონ ამ საკითხს, ნახონ, რა შედეგი იქნა მიღწეული, განიხილონ ვარიანტები, შემდეგ კი გადაწყვიტონ ერთხელ და სამუდამოდ “,-განცხადა მუსკატმა.

მუსკატის პოზიციას ჩეხეთის პრემიერ-მინისტრიც იზიარებს. ანდრეი ბაბიში ამბობს, რომ ბრექსითთან დაკავშირებით კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას ისიც მხარს უჭერს .

„უკმაყოფილო ვარ იმ ფაქტით, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს. ამიტომ უმჯობესი იქნებოდა კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარება. შესაძლოა, ხალხმა ამჯერად სხვა გადაწყვეტილება მიიღოს“,- განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, კამპანია, რომლის მონაწილეებიც განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ, ბრიტანეთშიც მიმდინარეობს .