მალტის პრემიერ-მინისტრი - მალტა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოაცხადებს
მალტა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოაცხადებს. ამის შესახებ მალტის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ აბელამ განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია ასახავს ჩვენს ერთგულებას ახლო აღმოსავლეთში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევის მიმართ“, – განაცხადა მალტის მთავრობის ხელმძღვანელმა.
„როიტერის“ ცნობით, მალტის მთავრობაზე შიდა რიგებიდან მზარდი ზეწოლა ხორციელდებოდა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მოთხოვნით და ივლისის შუა რიცხვებში ქვეყნის მემარჯვენე ცენტრისტულმა ოპოზიციამაც მოითხოვა დაუყოვნებლივი აღიარება. ხმელთაშუა ზღვის ევროკავშირის წევრ კუნძულს პალესტინის საქმეების მხარდაჭერის ისტორია აქვს და მხარს უჭერდა ორი სახელმწიფოს შექმნის მცდელობებს.
მაისში ირლანდიამ, ნორვეგიამ და ესპანეთმა პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარეს.