მალტის პოლიციამ ჟურნალისტ დაფნა კარუანა გალიციას მკვლელობასთან კავშირისთვის ცნობილი ბიზნესმენი დააკავა
მალტის პოლიციამ ჟურნალისტ დაფნა კარუანა გალიციას მკვლელობასთან კავშირისთვის ცნობილი ბიზნესმენი დააკავა

მალტის პოლიციამ ჟურნალისტ დაფნა კარუანა გალიციას მკვლელობასთან კავშირისთვის ცნობილი ბიზნესმენი დააკავა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებულმა ოფიცრებმა ბიზნესმენი იორგენ ფენეხი საკუთარ იახტაზე დააკავეს. არსებული მონაცემებით, ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა, როდესაც საპატრულო ნავებმა მის იახტას გზა გადაუკეტეს.

ბიზნესმენი მას შემდეგ დააკავეს, რაც ერთი დღით ადრე მალტის პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა განაცხადა, რომ აპირებს, პრეზიდენტისთვის გასცეს რეკომენდაცია ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის შეწყალებაზე. დაკავებული ტაქსის მძღოლი მელვინ თეუმაა.

„პოლიციამ ინტერპოლთან ერთად კოორდინირებული ოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც ფულის გათეთრებაში ჩართული ხალხი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი, დაფნა კარუანა გალიციას მკვლელობასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა მალტის პრემიერ-მინისტრმა, თუმცა დაკავებულის ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

მალტელი ჟურნალისტი დაფნა კარუანა გალიცია 2017 წლის 16 ოქტომბერს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.