მალტაში ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის პირველი ივლისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
მალტაში ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის პირველი ივლისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

მალტის მოსახლეობის 70 პროცენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზით უკვე აიცრა, რის შემდეგაც გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტს მიაღწია.

აღნიშნულის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა კრის ფერნმა განაცხადა.

„ზრდასრული მოსახლეობის 42% სრულად აცრილია. ვაქცინაცია ხელმისაწვდომია მალტაზე მცხოვრები 16 წელს ზემოთ ყველა პირისთვის. ევროპელი მედიკოსების თანხმობის შემთხვევაში, 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვების აცრაც მოხდება“, – აღნიშნა ფერნმა.

ფერნის თქმით, პირველი ივლისიდან ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდება.