მალტიდან საქართველოში დაბრუნებული კიკაბიძე „დილაში“ ითამაშებს #1TVSPORT
მალტიდან საქართველოში დაბრუნებული კიკაბიძე „დილაში“ ითამაშებს #1TVSPORT

თედო კიკაბიძე მალტიდან საქართველოში დაბრუნდა და გორის „დილაში“ ითამაშებს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„28 წლის მარჯვენა მცველი, თედო კიკაბიძე კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

თედო კიკაბიძე კარიერის დასაწყისში იტალიის სერია D-ს ორი კლუბის, „ოსტიამარესა“ და „ანზიოს“ ღირსებას იცავდა. 2017-2019 წლებში „ზუგდიდში“ ჩაირიცხა, 2019-2024 წლებში კი წყალტუბოს „სამგურალში“ თამაშობდა და გუნდის კაპიტანიც იყო.

იანვარში „სამგურალის“ კაპიტანი მალტაზე გაემგზავრა, სადაც „სლიემა უონდერერზის“ ღირსებას იცავდა, მაგრამ სამ თვეში გუნდის დატოვება გადაწყვიტა.