მალტელ ბიზნესმენს ჟურნალისტ დაფნე კარუანის მკვლელობაში თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ
მალტელ ბიზნესმენს ჟურნალისტ დაფნე კარუანის მკვლელობაში თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ

მალტელ ბიზნესმენს ჟურნალისტის მკვლელობაში თანამონაწილეობაში დასდეს ბრალი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. თავად იორგენ ფენეკი ბრალს არ აღიარებს. ბიზნესმენს ცნობილი მალტელი გამომძიებელი რეპორტიორის დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობაში თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ.

როგორც მალტის მედია წერს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯოზეფ მუსკატი აღნიშნული საქმის გამო, გადადგომას აპირებს.

დაფნე კარუანა გალიცია მალტის მმართველ წრეებში კორუფციის შემთხვევებს იძიებდა. 2017 წელს ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ კომპანია „17 ბლექ“, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ფენეკია, დაკავშირებულია მალტელ პოლიტიკოსებთან. რეპორტიორის ავტომობილი 2017 წლის ოქტომბერში ააფეთქეს. შედეგად ის დაიღუპა. აღნიშნული საქმის გამო, პოსტი დატოვა მალტის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა.