მალტაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
მალტაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

მალტაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყდნობით ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ახალი ტიპის კორონავირუსი 12 წლის იტალიელ მოზარდს დაუდგინდა, რომელიც მალტაში ცხოვრობს. „როიტერის“ ინფრომაციით, გოგონა უახლოეს წარულში მშობლიურ იტალიაში იმყოფებოდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, დაინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია, მას ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს.